PET-CT Discovery 710

პოზიტრონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია

  ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის  ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი აღჭურვილია მსოფლიოში ონკოლოგიური პათოლოგიის დიაგნოსტიკაში ოქროს სტანდარტად აღიარებული პოზიტრონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიით PET-CT Discovery 710.

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მოსახლეობისათვის პოზიტრონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია ფინანსდება 90%-100% აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

  პოზიტრონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიით  შესაძლებელია ისეთი წარმონაქმნების გამოვლენა , რომლებიც უხილავია მაგნიტურ-რეზონანსული, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და სხვა რადიოლოგიური  დიაგნოსტირებისას.

  PET-CT Discovery 710  იძლევა წარმონაქმნის ზუსტი აღწერის შესაძლებლობას  და ავლენს უმცირესი ზომის სიმსივნურ კერებსაც. მოიხმარს იზოტოპის ნაკლებ დოზას, პაციენტი იღებს მცირე სხივურ დატვირთვას, აღნიშნულ აპარატზე კვლევა ტარდება ეფექტურად მინიმალურ დროში.

  ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ დიაგნოსტირებაში უალტერნატივო პოზიტრონ ემისიურ კომპიუტერულ ტომოგრაფიას აქვს შემდეგი ჩვენებები:

~ ონკოლოგიური დაავადებების გავრცელების ხარისხი

~ დაავადების რეციდივისა და/ან განგრძობითი ზრდის დადგენა

~ მეტასტაზური პროცესის და/ან პარანეოპლაზიური სინდრომის დროს პირველადი კერის დადგენა

~ კეთილთვისებიანი/ავთვისებიანი სიმსივნეების დიფერენცირება

~ მკურნალობის (ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის, კომბინირებული) ეფექტურობის შეფასება

 ~ ბიოფსიისთვის საუკეთესო ლოკალიზაციის შერჩევა

~ ქირურგიული მკურნალობის დაგეგმარება

~ სხივური თერაპიის დაგეგმარება

როგორ ტარდება კვლევა? 

პაციენტი ინტრავენურად იღებს იზოტოპს. მთლიანი სხეულის გამოკვლევის მაქსიმალური დრო 20 წუთია. იზოტოპის დოზა არის მხოლოდ სადიაგნოსტიკო და გვერდითი ეფექტი არ გააჩნია. პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიით ფიქსირდება იზოტოპის განაწილება ორგანიზმში.

მნიშვნელოვანი გახლავთ ის , რომ  პოზიტრონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების  პროცესში პაციენტი მხოლოდ უმცირეს სხივურ დატვირთვას ღებულობს.

პოზიტრონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება ზუსტი დიაგნოსტირებისა და ონკოლოგიურ პაციენტებში მკურნალობის ზუსტი ტაქტიკის განსაზღვრისათვის. კვლევას უძღვებიან მოწვეული და ადგილობრივი კვალიფიციური სპეციალისტები და რადიოლოგები. 

ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა ზრუნავს პაციენტების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე - ბირთვული მედიცინის დეპარტამენტში დაცულია რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ნორმები.