მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია

  ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია ლიცენზირებული სადიაგნოსტიკო ლაბორატორიაა, რომელიც გთავაზობთ PCR-ზე დაფუძნებულ სადიაგნოსტიკო კვლევებს.

PCR -  დიაგნოსტიკა ადამიანის გენეტიკური მასალის დნმ და რნმ კვლევაზე დამყარებული  დიაგნოსტიკის მაღალი სიზუსტის მეთოდია. პჯრ (პოლიმერული ჯაჭვური რეაქცია) დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა  განისაზღვროს დაავადების გამომწვევი პათოგენის არსებობა, გარკვეულ შემთხვევებში აღმოაჩინოს ვირუსების, ბაქტერიების ერთეული უჯრედიც.

მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით და აკმაყოფილებს გამოცდილების, წარმოების ყველანაირ სტანდარტს. კვალიფიციური ლაბორანტების,  რეგიონის წამყვანი პროფესიონალი სპეციალისტების ჩართულობა კვლევის პროცესში უზრუნველყობს  უმაღლესი ხარისხის მომსახურების გაწევას პაციენტებისთვის.

  ჩვენი მიზანია გავახანგრძლივოთ, გავაუმჯობესოთ  ადამიანის სიცოცხლე, დაავადების ადრეული დიაგნოსტირებითა და საიმედო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კვლევით.

კვლევები:

  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები \ დნმ ( პჯრ რეალურ დროში)
  • ადამიანის პაპილომა ვირუსის 28 გენი \ დნმ ( პჯრ რეალურ დროში)
  • თრომბოფილია 9 გენზე \ დნმ ( პჯრ რეალურ დროში)
  • ლაქტოზას-ფრუქტოზას-გლუტენის აუტანლობა \ დნმ ( პჯრ რეალურ დროში)
  • ონკოლოგიური პათოლოგიები \ დნმ ( პჯრ რეალურ დროში)
  • კოვიდ-19  ( პჯრ რეალურ დროში)

  პრიორიტეტულ ამოცანად ვსახავთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ადრეული სტადიების დიაგნოსტიკას. მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგზე  დაფუძნებული შემდგომი მკურნალობა პაციენტს თავიდან აარიდებს ორგანიზმში მიმდინარე ინფექციის  სახიფათო შედეგს;

  1. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პანელი 11 ინფექციაზე დნმ (პჯრ რეალურ დროში):

  • 1. Trichomonas vaginalis (TV)
  • 2. Chlamydia trachomatis (CT)
  • 3. Neisseria gonorrhoeae (NG)
  • 4 .Mycoplasma genitalium (MG)
  • 5. Mycoplasma hominis (MH)
  • 6 .Ureaplasma urealyticum (UU)
  • 7. Ureaplasma PARVUM (UP)
  • 8. Herpex simplex virus type 1 (HSV-1)
  • 9. Herpex simplex virus type 1 (HSV-1)
  • 10. Human papillomavirus type 6
  • 11. Human papillomavirus type 11

 ~  სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პანელი 7 ინფექციაზე დნმ (პჯრ რეალურ დროში):

1. Chlamydia trachomatis (CT)

2. Neisseria gonorrhoeae (NG)

3. Mycoplasma genitalium (MG)

4. Mycoplasma hominis (MH)

5. Ureaplasma urealyticum (UU)

6. Ureaplasma PARVUM (UP)

7. Trichomonas vaginalis (TV)

  2. ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) 28 გენოტიპის კვლევა PCR  მეთოდით

HPV გენის სახეობა:

მაღალი რისკი: 16;18;26;31;33;35;39;45;51;52;53;56;58;59;66;68;69;73;82;                                                                 დაბალი რისკი: 6;11;40;42;43;44;54;61;70;

პაპილომა ვირუსის გენები დაყოფილია მაღალი და დაბალი რისკის კატეგორიებად. HPV დაბალი რისკის კატეგორიებს მიეკუთვნება 6, 11 გენები მაღალი რისკი: HPV-ის 16, 18, 31, 33, 39, 45, 51, 52, 56, 58 და 59. საშვილოსნოს ყელის მრავალშრიანი, ფრცქვნადი ეპითელიუმის კიბოს 70% და საშვილოსნოს ყელის ადენოკარცინომების 85% გამოწვეულია HPV ტიპი 16 და 18-ით.ეს ტიპები ასევე პასუხისმგებელია ანალური კიბოების დაახლოებით 90%-ზე. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს საშოსა და ვულვის კიბოს (შემთხვევათა 50-70%-ში), სასქესო ასოს (შემთხვევათა 50%-ში) და

პირ-ხახის კიბოს (შემთხვევათა მინიმუმ 65%-ში) განვითარებაში.

დაბალი რისკის პაპილომა ვირუსებიდან 6, 11, 40, 42, 43, 44, 53, 54, 61, 72, 73, 81, 6 და 11 ტიპებია, რომლებიც იწვევენ მხოლოდ ანოგენიტალურ მეჭეჭებს ე.წ. მახვილ წვეტიან კონდოლომებს, რომელთაც სიმსივნედ გადაგვარება არ ახასიათებთ, მაგრამ იწვევენ ძლიერ დისკომფორტს და ფსიქოემოციურ სტრესს და შესაბამისად საჭიროებენ უმეტეს შემთხვევაში დესტრუქციული მეთოდით მკურნალობას. დანარჩენი დაბალი რისკის პაპილომა ვირუსი იწვევს მხოლოდ საშვილოსნოს ყელის მსუბუქ დისპლაზიას და მკურნალობას არ საჭიროებენ და არც რუტინულად დნმ ტიპირებას.

P.S წითელ ფერში მოცემულია მაღალი რისკის პაპილომა ვირუსი, ლურჯ ფერში-დაბალი რისკის პაპილომა ვირუსი

  3. თრომბოფილია PCR დიაგნოსტიკა 

 (კვლევა ტარდება 9 გენზე ერთდროულად)

1. FV G1691A (Leiden)

2. FV H1299R (R2)

3. Prothrombin G20210A

4. MTHFR C677T

5. MTHFR A1298C

 6. Factor XIII V34L

7. PAI-1 4G/5G

 8. EPCR A4600G

9. EPCR G4678C

  4. ლაქტოზას - ფრუქტოზას - გლუტენის აუტანლობა PCR დიაგნოსტიკა

ლაქტოზა ნებისმიერი ცხოველური რძის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია. ლაქტოზა, იგივე რძის შაქარი. სწორედ ის ნივთიერებაა, რომლისგანაც ბავშვი საჭირო ენერგიის დიდ ნაწილს იღებს. გარდა ამისა. ლაქტოზა კალციუმის, თუთიის, მაგნიუმისა და რკინის შეწოვასა და ორგანიზმისთვის აუცილებელი ნაწლავის მიკროფლორის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს.

ლაქტოზის გადამუშავებას ფერმენტი ლაქტაზა უზრუნველყოფს, რომელიც წვრილი ნაწლავის ლორწოვანში სინთეზდება. სწორედ ამ ჯადოსნური ფერმენტის, ლაქტაზის, უკმარისობა ან არარსებობა იწვევს ლაქტოზის, შესაბამისად, რძისა და მისი ნაწარმის, აუტანლობას,

ფრუქტოზა არის შაქარი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ხილში, ბოსტნეულში, თაფლში. როდესაც ადამიანს არ შეუძლია ფრექტომას მონელება ან ათვისება, მას შეიძლება ჰქონდეს ფრუქტოზას სიმპტომები - მუცლის ტკივილი, და გადაჭარბებული გაზები აუტანლობა. შებერილობა გაზები. ფრუქტოზის შეუწყნარებლობა ხდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი ვერ ითვისებს ფრუქტოზას

ეფექტურად, რაც ფრუქტოზის მალაბსორბაციას იწვევს. მკურნალობის გარეშე ადამიანს შეიძლება განუვითარდეთ სიცოცხლისათვის საშიში გართულებები, როგორიცაა ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობა.

გლუტენის აუტანლობამ, ლაქტოზის აუტანლობის მსგავსად, ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი. პრობლემა ხორბლის, ჭვავის, ქერისა და შვრიის შემცველი საკვების მიღებას უკავშირდება. ასაკთან ერთად იზრდება აღნიშნული ცილების მიმართ ინტოლერანტობის განვითარების რისკიც. ლაქტოზისა და გლუტენის აუტანლობა არ იკურნება, მაგრამ კვების რაციონიდან მათი ამოღებით შესაძლებელია დაავადების ეფექტური კონტროლი.