ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა აჭარის რეგიონში, ონკოლოგიაში 60 წლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული  ინოვაციური ტექნოლოგიების  სამედიცინო ცენტრია. კლინიკა აღჭურვილია ინოვაციური აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მოწვეული და ადგილობრივი პროფესიონალი ექიმებით. კლინიკა ფლობს მძლავრ მატერიალურ - ტექნიკურ ბაზას და გამორჩეულია პაციენტებზე მორგებული კომფორტული, უსაფრთხო გარემოთი.    
კლინიკის უპირატესობა ულტრათანამედროვე აპარატურის  ფართო სპექტრი და საუკეთესო ექიმებია. სწორედ აღნიშნული განაპირობებს მოსახლეობის ნდობას.    
  ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ერთ სივრცეში მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება, მათ შორის : პოზიტრონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (PET-CT), კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, რენტგენი,  სხივური თერაპია, გენეტიკური კვლევები, მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიული მომსახურება, კლინიკური კვლევების ლაბორატორიული მომსახურება, საოჯახო მედიცინის დეპარტამენტში მიმართულების მიხედვით კონსულტაცია/მკურნალობა.    
  კლინიკის ექიმები, ინჟინრები, სამედიცინო ფიზიკოსები, ექთნები თავისი პროფილის შესაბამისად მაღალკვალიფიციურ  პროფესიულ საქმიანობას ეწევიან ხარისხის სრული დაცვით.   ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა ერთადერთია  მთელს რეგიონში სადაც შესაძლებელია ისეთივე მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა , როგორიც გახლავთ მსოფლიო ოქროს სტანდარტი ონკოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკაში- პოზიტრონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია და ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა- საქართველოში ერთადერთი  სხივური ამაჩქარებელით  (სხივური თერაპია).      
   ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის მისია გახლავთ: ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო სტანდარტებით, მედიცინის უახლესი მიღწევებით და შევქმნათ პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება.
ჩვენ ვართ სანდო სამედიცინო სერვისების მიმწოდებლები და უზრუნველვყობთ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ჩვენი ღირებულებებია: ·      

  • მუდმივი ინოვაცია;
  • მომსახურების ხარისხი და უსაფრთხოება;
  • პაციენტზე ორიენტირებულობა და მისი უსაფრთხოება;
  • პროფესიონალიზმი,გუნდურობა, ცოდნა და მუდმივგანვითარება;