ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა აჭარის რეგიონში, ონკოლოგიაში 60 წლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული ინოვაციური ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრია. კლინიკა აღჭურვილია ინოვაციური აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მოწვეული და ადგილობრივი პროფესიონალი ექიმებით. კლინიკა ფლობს მძლავრ მატერიალურ - ტექნიკურ ბაზას და გამორჩეულია პაციენტებზე მორგებული კომფორტული, უსაფრთხო გარემოთი.
კლინიკის უპირატესობა ულტრათანამედროვე აპარატურის ფართო სპექტრი და საუკეთესო ექიმებია. სწორედ აღნიშნული განაპირობებს მოსახლეობის ნდობას.
ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ერთ სივრცეში მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება, მათ შორის : პოზიტრონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (PET-CT), კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, რენტგენი, სხივური თერაპია, გენეტიკური კვლევები, მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიული მომსახურება, კლინიკური კვლევების ლაბორატორიული მომსახურება, საოჯახო მედიცინის დეპარტამენტში მიმართულების მიხედვით კონსულტაცია/მკურნალობა.
კლინიკის ექიმები, ინჟინრები, სამედიცინო ფიზიკოსები, ექთნები თავისი პროფილის შესაბამისად მაღალკვალიფიციურ პროფესიულ საქმიანობას ეწევიან ხარისხის სრული დაცვით. ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა ერთადერთია მთელს რეგიონში სადაც შესაძლებელია ისეთივე მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა , როგორიც გახლავთ მსოფლიო ოქროს სტანდარტი ონკოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკაში- პოზიტრონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია და ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა- საქართველოში ერთადერთი სხივური ამაჩქარებელით (სხივური თერაპია).
ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის მისია გახლავთ: ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო სტანდარტებით, მედიცინის უახლესი მიღწევებით და შევქმნათ პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება.
ჩვენ ვართ სანდო სამედიცინო სერვისების მიმწოდებლები და უზრუნველვყობთ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ჩვენი ღირებულებებია:
● მუდმივი ინოვაცია;
● მომსახურების ხარისხი და უსაფრთხოება;
● პაციენტზე ორიენტირებულობა და მისი უსაფრთხოება;
● პროფესიონალიზმი, გუნდურობა, ცოდნა და მუდმივგანვითარება;
ჩვენი მისია, ხედვა და ღირებულებებირ
როგორც წამყვანი აკადემიური სამედიცინო ორგანიზაცია, ჩვენი მისიაა შევქმნათ ინტერკულტურული გარემო, სადაც ბენეფიციარს შეუძლია მიიღოს კვალიფიციური სერვისი დაავადების პრევენციიდან სრულ რეაბილიტაციამდე.
ჩვენი ხედვა
შპს ,,ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა“, როგორც სანდო და აღიარებული სამედიცინო დაწესებულება, უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვასა და სამედიცინო მომსახურებას აჭარის რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ, ვცდილობთ ვიყოთ ჯანდაცვის წამყვანი პროვაიდერი რეგიონში, რომელიც ცნობილია ჩვენი ინოვაციური მიდგომითა და პაციენტის განსაკუთრებული მოვლით.
კლინკის მთავარი ხედვა სამედიცინო მომსახურების თანამედროვე მოდელის დანერგვაა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობის, დღეგრძელობის, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური ჰარმონიის ხელშეწყობას დაავადების პრევენციიდან რეაბილიტაციამდე.
ჩვენი ღირებულებები
ვაღიარებთ და პასუხს ვაგებთ შემდეგ ღირებულებებზე:
მიმართვა
ჩემთვის დიდი პატივია წარმოგიდგინოთ თავი.ხათუნა ვარშანიძე- ექიმი ნევროლოგი, ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი.
სიამობმენით მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი გუნდის პრიორიტეტია შევქმნათ ინტერკულტურული გარემო, სადაც პაციენტს შეეძლება მიიღოს ხარისხიანი მომსახურება დაავადების პრევენციიდან რეაბილიტაციამდე,რისთვისაც ჩემი გუნდის მხარდაჭერით გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ჩვენი პრიორიტეტია პაციენტების კეთილდღეობა და მზად ვართ კიდევ ბევრი გავაკეთოთ.Ჩვენთვის მნიშვნელობანია პაციენტების კმაყოფილება და მათთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების შეთავაზება. Სწორედ ამიტომ, Მიზნად დავისახეთ დავნერგოთ მომსახურების მაღალი სტანდარტი, დავიწყდეთ აკრედიტაცია ,,ამერიკა’’ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რომელიც ასევე, ხელს უწყობს გუნდურობასა და პროფესიონალიზმის ზრდას..
ვაღიარებთ და პატივს ვცემთ ჩვენი პაციენტების ოჯახურ, სოციალურ, კულტურულ, სულიერ, ემოციურ და ფიზიკურ საჭიროებებსა და ღირებულებებს. აქედან გამომდინარე, ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის სრული შემადგენლობა მხარს ვუჭერთ ბენეფიციარებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებებს, მიიღონ გაცნობიერებული გადაწყვეტილებები მათი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.
ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა მხარს უჭერს სამართლიანობაზე დამყარებული კულტურის ჩამოყალიბებას, რომელიც ხაზს უსვამს მტკიცებულებებზე დაფუძნებული საუკეთესო პრაქტიკის განხორციელებას, შეცდომების ანალიზსა და შესწავლას, კონსტრუქციულ რეაგირებას და არა დადანაშაულებასა და დასჯას.
დიდი მადლობა ყველა ჩვენს თანამშრომელს, სტუდენტსა და პარტნიორს ჩართულობის, შრომისმოყვარეობისა და მხარდაჭერისთვის. ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის წარმატება მათი დამსახურებაა.
ხარისხი და უსაფრთხოება:
შემუშავდა და დაინერგა რისკების მართვის პროგრამა, რომელიც კლინიკური რისკებისა და პაციენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გამოკვეთის, ანალიზისა და შემდგომი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას გვაძლევს.
რისკის მართვის გეგმა არის ყოვლისმომცველი, კონცეპტუალური ჩარჩო, რომელიც წარმოადგენს სახელმძღვანელოს რისკის მართვისა და პაციენტის უსაფრთხოების ინიციატივებისა და აქტივობების პროგრამის შემუშავებისათვის. ასევე, მხარს უჭერს აზრს, რომ პაციენტის უსაფრთხოება და რისკის მართვა ყველას პასუხისმგებლობაა.
პაციენტის უსაფრთხოებისა და რისკის მართვის პროგრამის მიზნები და ამოცანებია:
მომავლის ხედვა:
ვგეგმავთ
საკონტაქტო ინფორმაცია:
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 588 88 23 23 ან მოგვეწერეთ ელფოსტაზე administration@innovative.ge, ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს www.innovative.ge სიახლეებისა და დამატებითი დეტალებისთვის.
პაციენტის უფლება-მოვალეობები
თქვენს ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კომფორტზე ზრუნვა შპს ,,ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის“ პერსონალის უმთავრესი ამოცანაა.
თქვენი, როგორც პაციენტის, უფლებები ეფუძნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით (საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „პაციენტის უფლებების შესახებ“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ ), ასევე, შიდა ბრძანებით შპს ,,ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის“ პაციენტის უფლებების დაცვის შესახებ“
ჩვენს კლინიკაში, თქვენ, როგორც პაციენტს, გაქვთ უფლება:
წინასწარ გაეცნოთ და შეუზღუდავად გამოიყენოთ ყველა მონიჭებული უფლება;
მოითხოვოთ თქვენი ღირსების, ტრადიციების, აღმსარებლობისა და პიროვნული ფასეულობების პატივისცემა,თავაზიანად და პატივისცემით მოპყრობა;
მიიღოთ ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების არსებული რესურსებისა და მათი მიწოდების სახეების, საფასურისა და ანაზღაურების ფორმების შესახებ;
ისარგებლოთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით;
გქონდეთ ნათელი და ამომწურავი ინფორმაცია თქვენი დიაგნოზის, დაგეგმილი მკურნალობის და სამკუნალო პროცესის მიმდინარეობის შესახებ;
რ უზრუნველყოფილი იქნეს თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ჩართულობა მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
მიიღოთ ინფორმაცია ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების შედეგების შესახებ, ასევე, განზრახული სამედიცინო მომსახურების, ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის თაობაზე;
დაცული იქნეს თქვენს სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობა;
დაცული იქნეს თქვენს შესახებ არსებული (როგორც ელექტრონული, ასევე ქაღალდზე არსებული) სამედიცინო ჩანაწერების კონფიდენციალობა;
მიიღოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია, შპს ,,ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის“ მიერ პაციენტთათვის დადგენილი ქცევის წესების შესახებ;
უარი განაცხადოთ რომელიმე კონკრეტული სახის ან ზოგადად სამედიცინო მომსახურების მიღებაზე და მიიღოთ ამომწურავირ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს აღნიშნულს;
გამოთქვათ უკმაყოფილება ან/და შენიშვნები გაწეული მომსახურების თაობაზე. ნუ იფიქრებთ, რომ ეს უარყოფით გავლენას მოახდენს თქვენს შემდგომ მკურნალობაზე.
მოითხოვოთ წერილობითი პასუხი.
მოითხოვოთ, რომ თქვენი ოჯახის წევრისათვის/კანონიერი წარმომადგენელისათვის მიწოდებული იქნეს ინფორმაცია შპს ,,ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ თქვენი ვიზიტის შესახებ, ან პირიქით, არ იქნას მიწოდებული მათთვის ასეთი ინფორმაცია;
მოითხოვოთ, რომ არ იქნას გავრცელებული ინფორმაცია შპს ,,ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ თქვენი ვიზიტის შესახებ.
გამოიყენოთ კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებები, მათ შორის სატელეფონო, ელექტრონული ფოსტა, შეხვედრა ვიზიტორებთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა თქვენს მკურნალ ექიმს მიაჩნია, რომ აღნიშნული ხელს შეუშლის მკურნალობისა და გამოჯანმრთელების პროცესს;
მოითხოვოთ თქვენი სამედიცინო დოკუმენტაციის ასლი;
მიიღოთ ადექვატური მკურნალობა ტკივილის კონტროლისათვის.
თუ მიგაჩნიათ, რომ დარღვეული იქნა ან შეიძლება დაირღვეს თქვენი უფლებები დარეკეთ პაციენტებთან ურთიერთობის ცხელ ხაზზე, შემდეგ ნომერზე +995 588 88 23 23
შპს ,,ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა“ ამაყობს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდების ტრადიციითა და პაციენტისათვის კომფორტული, მის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ატმოსფეროს შექმნის გამოცდილებით. ჩვენ ვიცით, რომ აუცილებელია პაციენტისა და სამედიცინო გუნდის მჭიდრო ურთიერთანამშრომლობა, რათა მიღწეული იქნას საერთო მიზანი - ეფექტური მომსახურება და მკურნალობის მაქსიმალური შედეგი. იმისათვის, რომ პაციენტმა უკეთ გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობის წილი მისივე სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, შპს ,,ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა“ უზრუნველყოფს პაციენტების ინფორმირებას და გათვითცნობიერებას მათი პასუხისმგებლობის შესახებ.
თქვენი ჯანმრთელობის ხარისხის გასაუმჯობესებლად და დამაკმაყოფილებელი შედეგის მისაღწევად, ჩვენი ერთობლივი მუშაობაა საჭირო. ამიტომ, გთხოვთ:
მოგვაწოდოთ ზუსტი და სრული ინფორმაცია ადრე გადატანილი დაავადებების, ჰოსპიტალიზაციისა და ქირურგიული ჩარევების შემთხვევების, მოხმარებული მედიკამენტების, მავნე ჩვევების და თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ;
რ ითანამშრომლოთ თქვენს მომსახურე პერსონალთან და თავისუფლად დასვათ შეკითხვები, მოწოდებულ ინფორმაციასთან ან თქვენს მკურნალობასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერი საკითხთან დაკავშირებით;
დაეხმაროთ ექიმს, ექთანს და სხვა პერსონალს გაგიწიონ მომსახურება სტანდარტებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. იცოდეთ, რომ თქვენც გეკისრებათ პასუხისმგებლობა თქვენსავე ქმედებებზე, მკურნალობაზე უარის თქმის, ან ექიმის მითითებების დარღვევის შემთხვევაში;
დაიცვათ შპს ,,ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის“ მიერ დადგენილი წესები და რეგულაციები, და ასევე, დარწმუნდეთ, რომ თქვენი მნახველებიც იცავენ მათ;
გაითვალისწინოთ სხვა პაციენტთა ინტერესები, და თვალყური ადევნოთ, რომ თქვენი მნახველებიც ითვალისწინებდნენ ამ ინტერესებს. ბევრი მნახველი ან ზედმეტი ხმაური შესაძლოა ძლიერ შემაწუხებელი აღმოჩნდეს სხვა პაციენტისათვის.
გამოცხადდეთ ექიმთან დანიშნულ დროს. ხოლო, თუ ვერ ახერხებთ მოსვლას, წინასწარ დარეკოთ შპს ,,ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ და გააფრთხილოთ თქვენი ექიმი.
პატივი სცეთ და გაუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ, ასევე სხვა ადამიანებისა და შპს ,,ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის“ ქონებას;
მიიღოთ ზომები თქვენი პირადი ნივთების დასაცავად და ითანამშრომლოთ შპს ,,ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის“ პერსონალთან ამ მიზნით. გთხოვთ, შინ დატოვოთ ძვირფასი ნივთები, ან გაატანოთ ისინი ოჯახის წევრებს. ერთი პალატიდან მეორეში თქვენი გადაყვანისას, შესაძლებელია ცალკეული პირადი ნივთი არასწორად იქნეს განთავსებული ამიტომ, თუ აუცილებლად მიგაჩნიათ შპს ,,ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ყოფნის მანძილზე ისინი თან იქონიოთ, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექთანს, რომელიც უზრუნველყოფს მათ დროებით შენახვას სეიფში.
უზრუნველყოთ ექიმის მიერ დანიშნული სამკურნალო რეკომენდაციების შესრულება და შეატყობინოთ მას ნებისმიერი ცვლილების შესახებ შპს ,,ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკიდან“ გაწერის შემდგომ პერიოდში;
თუ გაწუხებთ ტკივილი, შეატყობინოთ თქვენს ექთანს ან ექიმს;
დროულად გადაიხადოთ გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასური და უზრუნველყოთ ინფორმაციის მოწოდება სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის პროცესისათვის.
თავისუფლად დასვათ შეკითხვები, თქვენი მომსახურების ანგარიშთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
თუ თან გაქვთ საგნები, რომელიც საჭიროებს ელექტროქსელთან მიერთებას, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექთანს, მათი უსაფრთხო მუშაობის უზრუნველსაყოფად;
თუ გაქვთ შეკითხვები თქვენი, როგორც პაციენტის უფლებებთან დაკავშირებით, ან გსურთ ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული საკითხის განმარტება, გთხოვთ დაუკავშირდეთ პაციენტებთან ურთიერთობის ცხელ ხაზს, ნომერზე +995588882323
თუ გესაჭიროებათ დამატებითი ინფორმაციის მიღება თქვენს უფლებებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ მიმღების მენეჯერს და/ან მოითხოვოთ შესაბამისი დოკუმენტები.
სერვისების სპექტრი
მომსახურე პაციენტების კატეგორიები და ასაკი:
შპს “ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკაში” მკურნალობენ ყველა მწვავე და ქრონიკულად დაავადებულ პაციენტს 0 წლიდან და ზემოთ.
კლინიკის მენეჯმენტზე პასუხისმგებლობა ეკისრება კლინიკის დირექტორს, როგორც ეს განსაზღვრულია შპს “ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის” სამედიცინო პერსონალის წესდებით.
სერვისების სახეები შპს “ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკაში” (UCIM):
12. ელექტროკარდიოგრამა - ეკგ (ECG)
13. ფლებოტომია
კმაყოფილების კითხვარი
created with
Website Builder Software .